ხაშურთან გერმანელმა ტურისტმა მოტოციკლეტით ძაღლი გაიტანა

ხაშურთან გერმანელმა ტურისტმა მოტოციკლეტით ძაღლი გაიტანაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხაშურთან. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, გერმანიის მოქალაქე, რომელიც მოტოციკლეტით მოძრაობდა, ძაღლს დეჯახა.

ცხოველი ადგილზე მოკვდა, მამაკაცი კი, მრავლობითი მოტეხილობებით ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკაში გვითხრეს, მას ლავიწის ძვალი და 4 ნეკნი აქვს გატეხილი.

შსს-მ გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.