ხობში მანქანა ხეს შეეჯახა – პატარა გოგონა დაიღუპა

ხობში მანქანა ხეს შეეჯახა - პატარა გოგონა დაიღუპახობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ფოთის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად 4 პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ერთი არასრულწლოვანი გოგონა კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

„ადგილზე მისულებს 4 დაშავებული დაგვხვდა, აქედან, ორი იყო არასრულწლოვანი. დამატებით 2 ეკიპაჟის გამოძახება დაგვჭირდა, მათ ადგილზე ჩაუტარდათ პირველადი სამედიცინო დახმარება და ოთხივე გადავიყვნეთ ფოთის ჰოსპიტალში. ყველას მდგომარეობა მძიმე იყო,“- განუცხადა ,,ინტერპრესნისუსს“ ფოთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმმა ქრისტინე დანელიამ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.