კილიან მბაპემ ტრავმა მიიღო

კილიან მბაპემ ტრავმა მიიღოპსჟ-ს ლიდერმა კილიან მბაპემ ტულუზასთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ მას ერთი თვე მოუწევს უქმობა. მბაპეს ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული და მსგავსი ტრავმის მოშუშება მინიმუმ სამ კვირას საჭიროებს. მბაპეს არყოფნა პსჟ-სთვის დიდი დანაკლისია, რადგან ნეიმარის არყოფნაში მბაპე პარიზელების შეტევის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

გარდა ამისა, მცირე ტრავმა აწუხებს ედისონ კავანისაც, ამიტომ სატრანსფერო ფანჯარის დახურვამდე პსჟ-მ შესაძლოა ახალი ფორვარდის დამატებაზე იფიქროს.