კლოპი: ”კოუტინიოს დაბრუნებას არ ვაპირებდით”

კლოპი: ”კოუტინიოს დაბრუნებას არ ვაპირებდით”ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა რომ მისი გუნდი ფელიპე კოუტინიოს ლივერპულში დაბრუნებას არ აპირებდა, რადგან ბრაზილიელმა ფეხბურთელმა უკვე გააკეთა არჩევანი, როდესაც ლივერპული დატოვა. გარდა ამისა, კლოპის თქმით მის გუნდი ბოლომდე დაკომპლექტებულია:

”კოუტინიოს საყიდლად უბრალოდ ფული არ გვრჩებოდა, თუმცა მას გუნდში ისედაც არ დავაბრუნებდი, რადგან თავის დროზე მან არჩევანი უკვე გააკეთა. დარწმუნებული ვარ ბაიერნში ის თავის შესაძლებლობებს ბოლომე აჩვენებს”.