კლოპი: ”ტიტულების მოგება ყოველთვის სასიხარულოა”

კლოპი: ”ტიტულების მოგება ყოველთვის სასიხარულოა”ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ევროპის სუპერთასის მოგების შემდეგ განაცხადა რომ მისთვის ტიტულების მოგება ყოველთვის სასიამოვნოა და ტურნირის პრესტიჟულობას მნიშვნელობა არა აქვს. კლოპმა ასევე შეაქო ჩელსიც და თქვა, რომ მათ მშვენიერი თამაში ჩაატარეს:

”ჩელსიმ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და მათ აჩვენეს თავიანთი ძალა. ძალიან მიხარია რომ ტიტული ჩვენ დაგვრჩა და სეზონის წინ ეს დადებით მუხტს მოგვცემს. წელს ისევ დიდი ამბიციები გვაქვს და მინდა რომ ყველა ტურნირში გამარჯვებას მივაღწიოთ”.