კრემლში ავიაბომბი აღმოაჩინეს

კრემლში ავიაბომბი აღმოაჩინესმოსკოვში, კრემლის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავიაბომბი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კრემლის კომენდანტმა სერგეი ხლებნიკოვმა განუცხადა.

მისი თქმით, ბომბი აუფეთქებელი იყო და მიწის დიდი ფენით იყო დაფარული. ის ე.წ. ყინულოვან მარანში აღმოაჩინეს, როდესაც ჰიდროიზოლაციისთვის მშენებლებმა გრუნტი გაჭრეს.

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი კრემლში იმყოფებოდა, რომლის სამუშაო გრაფიკზე ინციდენტს გავლენა არ მოუხდენია.

საბრძოლო მასალა კრემლის ტერიტორიიდან უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიტანეს და გააუვნებელყვეს.