კრიშტიანო რონალდუ კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა

კრიშტიანო რონალდუ კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდაპორტუგალიელმა ლეგენდამ კრიშტიანო რონალდუმ განაცხადა რომ მან შესაძლოა საფეხბურთო კარიერა მალე დაასრულოს, მაგრამ ასევე შესაძლებელია რომ 40 წლამდეც ითამაშოს. რონალდუს თქმით ის ამ გადაწყვეტილების მიღებას არ იჩქარებს:

”ზუსტად არ ვიცი საფეხბურთო კარიერას როდის დავასრულებ, რადგან მინდა რომ მომენტისაგან სიამოვნება მივიღო. შესაძლოა სეზონის ბოლოს აღარ მომინდეს თამაში, ხოლო შეიძლება 40 წლამდე ვითამაშო. წინასწარ ასეთ რამეებზე არ ვფიქრობ ხოლმე”.