ლარის კურსის უიმედო პროგნოზი- “მთავრობა ვერ გაექცევა ეკონომიკაზე და ლარის კურსზე პასუხისმგებლობას”- კეპულაძე

ლარის კურსის უიმედო პროგნოზი- "მთავრობა ვერ გაექცევა ეკონომიკაზე და ლარის კურსზე პასუხისმგებლობას"- კეპულაძეეროვნული ბანკის მხრიდან დაგეგმილი ინტერვენციის მიუხედავად, ექსპერტებს საიმედო პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარებაზე პასუხისმგებლობას გაურბის და ტვირთის აკიდებას მთავარ საფინანსო უწყებაზე ცდილობს.

„არ არის გამორიცხული, რომ უკუშედეგიც მივიღოთ და ეს 40 მილიონი დოლარი უბრალოდ გაიყიდოს და ერთ კვირაში ჩვენ კვლავ ვნახოთ ლარის გაუფასურების ტრენდი. გამოსავალი საბოლოო ჯამში ინტერვენციები არ არის, გამოსავალი არის სავალუტო შემოდინებების გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერანაირი ინტერვენცია ვერ უშველის ლარს და ქვეყნის ეკონომიკას. მთავრობა ხშირად ცდილობს, რომ ვთქვათ, თავისი პასუხისმგებლობები ტვირთი გადაიტანოს ეროვნულ ბანკზე, ან ვინმე სხვაზე, თუმცა ისინი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ვერ გაექცევიან ქვეყნის ეკონომიკაზე და ლარის კურსზე პასუხისმგებლობას,“- განაცხადა კეპულაძემ.