ლევან ალაფიშვილი ხაზარაძის მოძრაობის წევრი იქნება

ლევან ალაფიშვილი ხაზარაძის მოძრაობის წევრი იქნებამამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებული პოლიტიკური მოძრაობა შესაძლოა საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“  მთავარი  კონკურენტი გახდეს. უკვე ცნობილია პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის ვინაობა.

ის იურისტი და კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილია.

ალაფიშვილი ამბობს, რომ აქტიურ პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს, თუმცა არსებობს სხვა გზებიც, რომლის საშუალებითაც საჯარო ასპარეზზე გამოსვლას და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლა შეძლებს.

„არ მოგვისმენია განცხადება, რომ ხაზარაძე და მისი თანამოაზრეები ქმნიან პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ შეეცდებიან საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნით, საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნით საჯარო ასპარეზზე გამოსვლას, საკუთარ საქმიანობას არ ვუკავშირებ პოლიტიკურ საქმიანობას, აქტიურ პოლიტიკაში მოსვლას, მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ არის სხვა საშუალებები და მე არ გამოვიყენებ ამ საშუალებებს იმისთვის, რომ შეიცვალოს პოლიტიკა, შეიცვალოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ჩვენი დემოკრატია უფრო განვითარდეს,“- განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

რუსთავი 2