„ბევრი ლაპარაკი მიდის იმაზე, რის გამოა დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი, მაგრამ მინდა იცოდეთ: რეპრესია არის რეპრესია. ირაკლი ოქრუაშვილი სადაც ზის, იქ შეიძლება ვიჯდე მე, თქვენ, ნებისმიერი ჩვენგანი. რა მნიშვნელობა აქვს, რა სახელი და გვარი აქვს, ვის აქვს სიმპათია და ანტიპათია.
ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარია, 20 კაცი პოლიტიკური პატიმარია და ყველანი უნდა გათავისუფლდნენ დაუყოვნებლივ, როგორც ამას ითხოვს საერთაშორისო კანონმდებლობა“. – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

