“ქვეყანას ყავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც თავად არღვევს კანონს”, აცხადებს დეპუტატი ლევან კობერიძე.
“ქვეყანას ყავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც თავად არღვევს კანონს!
– ორი თვის წინ შსს მინისტრს გახარიას სადეპუტატო შეკითხვა გავუგზავნე იმ აქტივობაზე, ამოტრიალებული მანქანებით რომ გაავსეს მთელი ქალაქი – კამპანია “მეტი სიცოცხლისთვის” : რა იყო ამ კამპანიის მიზანი, რა დაუჯდა ეს ბიუჯეტს და რა შედეგები დადგა. ჩემი აზრით ეს იყო ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი და როგორც ჩანს ამაზე შსს მინისტრს პასუხი არ აქვს
– კანონის ძალით და ნებისმიერ მინისტრს და საჯარო უწყებას ევალება, რომ კონკრეტულ ვადაში უპასუხოს პარლამენტარის სადეპუტატო შეკითხვას , გახარიამ უგულებელყო და დაარღვია კანონი.
– აუხსნას ახლა გახარიამ საზოგადოებას რატომ დაარღვია კანონი ?!”, აღნიშნულია ლევან კობერიძის განცხადებაში.

