ლია მუხაშავრია – „რუსთავი 2“ წულუკიანმა ხალვაშს კანონდარღვევით გადაუფორმა

ლია მუხაშავრია - „რუსთავი 2“ წულუკიანმა ხალვაშს კანონდარღვევით გადაუფორმაიურისტი და უფლებადამცველი, ლია მუხაშავრია „ნისუვიკთან“ სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის შესახებაც ინფრომაცია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენდირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა. რას ამბობს მუხაშავრია სტარსბურგის გადაწყვეტილებაზე, სად გამოიყენა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გამჭრიახობა და მოხდა თუ არა პროცესუალური დარღვევებით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის გადაფორმება ქიბარ ხალვაშისათვის.

„წულუკიანმა ევროსასამართლოს გადაწყევტილება კი არ შეასრულა, მან მხოლოდ ის ნაწილი შეასრულა, რომლითაც დროებითი განსაკუთრებითი ღონისძიება შეჩერების გაუქმების შესახებ გაუქმდა. წულუკიანმა სწორედ ის „გამჭრიახობა“ გამოავლინა, რისი მიხედვიტაც თქვა, რომ სასამართლომ არსებითად იმსჯელა, ყველა მუხლზე და თქვა რომ ეს არ არის დარღვევა. რადაგან სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება და სწორედ ამან მისცათ საშუალება, ქონება ხალვაშისათვის გადაეფორმებინათ. შესაბამისად აღსრულდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.  სტრასბურგის გადაწყვეტილებაში, სამთვიანი გასაჩივრების ვადა ამ საკითხს არ ეხება, მაგრამ ტელეკომპანიის 100%-იანი წილის სამ საათში გადაფორმება ფიზიკურად შეუძლებელი იყო“, – განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

ამასთან მუხაშავრია „ნიუსვიკთან“ განმარტავს, რომ გადაფორმებისას დაშვებული იყო ბიუროკრატიული შეცდომები.

„აღსურელაბაში და საჯარო რეესტრში რომ წარადგინო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს რაიმე იურიდიული ქმედება, ეს დოკუმენტი მინიმუმ ქართულ ენაზე უნდა იყოს ნათარგმნი. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ქართულ ენაზე არ იყო შესრულებული, სამ საათში ამ ასგვერდიანი გადაწყვეილების დასკვნის თარგმნას ვერავინ მოახერხებდა. ამასთან, აუცილებალად უნდა გაცნობოდნენ ამ დოკუმანეტს სრულად, რათა ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო. მინიმუმ სამი დღე მაინც დასჭირდებოდა ამ საკუთრების გადაფორმებას. სრულიად კანონდარღვევებით მოხდა ამ საქმის წარმოება“, – აცხადებს იურისტი.

ამასთან ლია მუხაშავრი აღნიშნავს, რომ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მოთხოვნით გაიცა ბრძანება, რომ „რუსთავი 2“ იმ დღისითვე გადაფორმებულიყო ხალვაშზე:

„ეს გადაწყვეტილება წულუკიანის განკარგულებით გაიცა, მოიგდეს დრო ხელში, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება დადგებოდა და გადაუფორმეს წილები. აქ ეშმაკობა იყო იმაში, რომ როგორც კი სტრასბურგმა ეს გადაწყვეტილება გააუქმა, რომლითაც შეჩერებული იყო უზენაესი სასამათლოს განჩინება, რომლის მიხედვითაც ხალვაშია ტელეკომპანიის ასეივე პროცენტის მფლობელი, ამ განჩინების გაუქმების საფუძველზე. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც რომ აღარსრულო, უნდა გქონდეს სააღსრულებლო ფურცელი უკვე გამოწერილი. როდის მოასწრეს ყველა ამ საკითხის გავლა, ეგაც საინტერესოა, ეს ყველაფერი ეჭვებს ბადებს. ეს გადაფორმება კანონდარღვევით მოხდა და ამის განკარგულება პირდაპირ მინისტრმა წულუკიანმა გასცა“, – აღნიშნა მუხაშავრიამ „ნიუსვიკთან“ საუბარში.