მახინჯაურთან 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს -1 ადამიანი დაშავდა

მახინჯაურთან 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს -1 ადამიანი დაშავდაბათუმი-ჩაქვის გზის მახინჯაურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთ ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ამასთან, ამ დროისთვის ბათუმი-ჩაქვის გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა კვლავ პარალიზებულია.