მარიამ ბოლქვაძე ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში გავიდა

მარიამ ბოლქვაძე ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში გავიდა23 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის კვალიფიკაციის მესამე ეტაპზე, 21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ (202) დაძაბულ ბრძოლაში, რომელიც 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა, ჩინელ შილინ ქსუს (215) 6:4, 2:6, 6:4 სძლია.

ბოლქვაძე დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში კარიერაში პირველად გავიდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის შეხვდება მარიამი პირველ რაუნდში.

შეგახსენებთ, ბოლქვაძემ პირველ ეტაპზე ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი (101) 6:4, 6:2, ხოლო მეორე ეტაპზე  სამხრეთკორეელი ნა-ლაე ჰანი (163) 2:6, 6:2, 7:5 დაამარცხა.

ტურნირზე სამი ქართველი იასპარეზებს – ნიკოლოზ ბასილაშვილი ვაჟებში, მარიამ ბოლქვაძე ქალებში, ხოლო ოქსანა კალაშნიკოვა ქალთა წყვილებში.

სპორტალი