მარკო როისი: ”ბარსელონასთან შეხვედრა ყოველთვის გვინდოდა”

მარკო როისი: ”ბარსელონასთან შეხვედრა ყოველთვის გვინდოდა”დორტმუნდის ბორუსიას ფორვარდმა მარკო როისმა განაცხადა რომ მას ყოველთვის სურდა ბარსელონას წინააღმდეგ თამაში და ძალიან უხარია რომ ამის შესაძლებლობა მიეცა. ბორუსია და ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ერთ ჯგუფში მოხვდნენ და პირველი შეხვედრა დორტმუნდში გაიმართება:

”საუზმეზე თანაგუნდელებს ვესაუბრებოდი რომ ბარსელონა შეგვხვდებოდა და ეს მართლაც ასე მოხდა. ძალიან მიხარია რომ გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებ, რადგან ბარსელონა არასოდე შემხვედრია, რაც ბორუსიაში ვარ”. პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს გაიმართება.