მაურისიო სარი გამოჯანმრთელდა

მაურისიო სარი გამოჯანმრთელდაიუვენტუსის მთავარი მწვრთნელი მაურისიო სარი რამდენიმე კვირის წინ საავადმყოფოში დააწვინეს, რადგან მას ფილტვების სერიოზული პრობლემა ჰქონდა. ეს პრობლემა გამოწვეული იყო სარის სიგარეტის მიმართ სიყვარულით და იტალიელ სპეციალისტს ექიმებმა მოწევა აუკრძალეს.

ბოლო ინფორმაციის თანახმად სარი თავს კარგად გრძნობს და მალე დაუბრუნდება სამსახურს. შესაძლოა ეს უკვე მომავალ ტურში მოხდეს, როდესაც იუვენტუსი ნაპოლის დაუპირისპირდება.