მესი სამი კვირა ვერ ითამაშებს

მესი სამი კვირა ვერ ითამაშებსბარსელონას არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი კიდევ სამი კვირა იუქმებს. ამის მიზეზი კი ის არის რომ ლეომ ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა გაიმიზეზა და ისევ ექიმების ჩარევა გახდა საჭირო. აღსანიშნავია, რომ სექტემბრის დასაწყისში სანაკრებო პაუზა იქნება და მესი ბარსელონას მხოლოდ რამდენიმე შეხვედრას გამოტოვებს.

მესის წლევანდელ სეზონში ბარსელონას შემადგენლობაში ოფიციალური მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია და მან ესპანეთის ჩემპიონატის ორივე შეხვედრა გამოტოვა.