მესიმ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო

მესიმ ვარჯიშზე ტრავმა მიიღობარსელონას ლიდერმა ლიონელ მესიმ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და მას კუნთი აქვს დაჭიმული. მესი ბარსელონას ახლახანს შეუერთდა და უკვე პირველივე ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რომლის გამოც ის სავარაუდოდ ორ კვირას გამოტოვებს. ეს იმას ნიშნავს რომ ლეო ბარსელონას ამერიკულ ტურნეში არ გაყვება და რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს.

ესპანეთის ჩემპიონატი 17 აგვისტოს დაიწყება და იმ დროისთვის მესი სავარაუდოდ მწყობრში იქნება. ბარსელონა შემდეგ შეხვედრას ნაპოლის წინააღმდეგ გამართავს.