მკვლელობა ვარკეთილში – 34-ე კორპუსის მე-5 სართულზე მამაკაცი აჩეხეს

მკვლელობა ვარკეთილში - 34-ე კორპუსის მე-5 სართულზე მამაკაცი აჩეხესვარკეთილში შუახნის კაცი ცივი იარაღით მოკლეს. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღო.

შემთხვევა 34-ე კორპუსის მეხუთე სართულზე, ბინაში მოხდა.

„მიზეზი ჩხუბი, შეკამათება გახდა. ვინც დაიღუპა, იმან დედა შეაგინა და ეტყობა ამან გულში ჩაიდო. ბევრი ჭრილობა ჰქონდა, ზურგში, გულ-მკერდის არეში,“ – განუცხადეს „კურიერს“ ადგილობრივებმა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1973 წელს დაბადებულმა ჭ.წ-მ შურისძიების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს – ვ.ვ-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება 19-108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.