მოსკოვი-სიმფეროპოლის ბორტი სიმინდის ყანაში ავარიულად დაჯდა – 23 ადამიანი დაშავდა

მოსკოვი-სიმფეროპოლის ბორტი სიმინდის ყანაში ავარიულად დაჯდა - 23 ადამიანი დაშავდამოსკოვთან, ჟუკოვსკში, „ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავი აირბუსი A321, რომელიც სიმფეროპოლისკენ მიფრინავდა, სიმინდის ყანაში ავარიულად დაეშვა. ბორტზე, ეკიპაჟის წევრების ჩათვლით, 234 ადამიანი იმყოფებოდა.

ავარიული დაშვებისას 23 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2-დან 9 წლამდე ასაკის 9 ბავშვია. 4 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

აეროპორტში სასწრაფოდ დაბრუნების მიზეზი თვითმფრინავის ორივე ძრავში ფრინველების მოხვედრა გახდა, რამაც ცეცხლი გააჩინა.

ეკიპაჟმა თვითმფრინავის მინდორში, აეროპორტის საფრენი ზოლიდან ერთ კილომეტრში დასმა მოახერხა.

შესაბამისმა სამსახურებმა საავიაციო ინციდენტის გამოძიება დაიწყეს.