ნაცვლიშვილი ხაზარაძეს – “ტოლი ნახე, კოჭი გააგორე”

ნაცვლიშვილი ხაზარაძეს - "ტოლი ნახე, კოჭი გააგორე"“ტოლი ნახე, კოჭი გააგორე“ – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მრჩეველი ლაშა ნაცვლიშვილი მამუკა  ხაზარაძის განცხადებას,რომელმაც დღეს ბიძინა ივანიშვილი ტელედებატებში გამოიწვია.

შეგახსენებთ,  “თიბისი ბანკის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს.  მათი თქმით მათ წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება  რათა ანაკლიის პორტის მშენებლობა შეაჩერდეს.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე იგი მზადაა ბიძინა ივანიშვილთან ტელედებატების ფორმატში იმსჯელოს.