ნავასმა რეალს მისი გაყიდვა მოთხოვა

ნავასმა რეალს მისი გაყიდვა მოთხოვამადრიდის რეალის პუერტორიკელმა გოლკიპერმა კეილორ ნავასმა რეალს მისი გაყიდვა მოთხოვა, რადგან ნავასი გუნდის მეორე მეკარე გახდა და ზიდანი უპირატესობას ტიბო კურტუას ანიჭებს. ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ გუნდში გააგრძელებს კარიერას ნავასი, მაგრამ რეალი მის გაყიდვას დათანხმდა.

დაახლოებით ერთი თვის წინ კეილორის ყიდვა პსჟ-ს სურდა, მაგრამ პარიზელებმა გადაიფიქრეს. არსებობს ვარიანტი რომ ნავასი პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდს შეუერთდება.