ნეაპოლში წიგნის მაღაზიაში ქურდობისთვის როინ ედიბერიძე დააკავეს

ნეაპოლში წიგნის მაღაზიაში ქურდობისთვის როინ ედიბერიძე დააკავეს20 აგვისტოს, ნეაპოლში, ხიაიას უბანში, წიგნის მაღაზიაში ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

იტალიური მედიის ცნობით, 43 წლის როინ ედიბერიძის დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც ის რამდენიმე მოპარული ე.წ ”ფაუერ ბანკით” მაღაზიის დატოვებას ცდილობდა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

ნიუპოსტი