ნეიმარი ბარსელონას მიუახლოვდა

ნეიმარი ბარსელონას მიუახლოვდაბოლო დღეებში ბარსელონამ და პსჟ-მ მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით. გარიგების საბოლოო დასრულებაზე ჯერ ლაპარაკი არ არის, მაგრამ „ბარსელონამ“ უკვე დაიწყო მზადება ნეიმარის პრეზენტაციისთვის.

ირკვევა, რომ ესპანეთის ჩემპიონმა შეუკვეთა „ნაიკს“ (Nike) მაისურები ნეიმარის გვარით, თანაც იმ რაოდენობით, რომ დააკმაყოფილოს გულშემატკივართა დიდი მოთხოვნა. თავად ბრაზილიელმა ჩაწერა ვიდეომიმართვა „ბარსელონას“ ფანების მისამართით, რომელიც გამოქვეყნდება ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადებით შემდეგ. მასში ნეიმარი ბოდიშს მოიხდის „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის გამო და დაასახელებს ორი წლის წინანდელი ტრანსფერის მიზეზებს.

ნეიმარი „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წელს გადავიდა 222 მილიონ ევროდ, რითაც ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

პირველი არხი