ნეიმარის ტრანსფერში ბარსელონამ შესაძლოა დემბელე ჩართოს

ნეიმარის ტრანსფერში ბარსელონამ შესაძლოა დემბელე ჩართოსსატრანსფერო ფანჯარის დახურვამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, მაგრამ ნეიმარის შესახებ სატრანსფერო ჭორები არ წყდება. ბოლო ინფორმაციის თანახმად შესაძლოა ბარსელონამ პსჟ-ს 100 მილიონი და უსმან დემბელე შესთავაზოს ნეიმარის სანაცვლოდ.

პსჟ-ს მწვრთნელი ტომას ტუჰელი დემბელეს კარგად იცნობს, რადგან ისინი ერთად მუშაობდნენ დორტმუნდის ბორუსიაში, ამიტომ დემბელეზე პსჟ სავარაუდოდ უარს არ იტყვის. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ბარსელონას ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა ისინი არ უარყოფენ იმას, რომ ნეიმარის ტრანსფერზე მუშაობენ.