ნიკა გვარამიამ ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია

ნიკა გვარამიამ პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვა. მას ბრალის დადგენილება ოფიციალურად გადასცეს.

გვარამიამ პროკურატურის ეზოში ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია.

„ამ იდიოტიზმს არ წავიკითხავ. ეს არის სამარცხვინო. ეს არის კატასტროფა და რაცგულუაშვილმა გააკეთა, ტყუილი ფაქტების და ჭორაობის, აბსოლუტურად ტყულად ბრალში არ მყოფი ეპიზოდის იქ მოყოლა დაუჯდება პატიმრობად.ყველა ეს ნაბიჭვარი ვინც ამ საშინელებებს აკეთებს ჩაჯდება ციხეში. არ ვაპატიებ არავის, საქართველოში პუტინის სტილით პოლიტპატიმრების გაჩენას, “-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი