ნიშნიანიძის ქუჩაზე აივანი ჩამოინგრა – 5 ადამიანი დაშავდა

ნიშნიანიძის ქუჩაზე აივანი ჩამოინგრა - 5 ადამიანი დაშავდანიშნიანიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე აივნის ჩამონგრევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის დროს ხუთივე პირი აივანზე იდგა.

ნანგრევებიდან მათი ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

დაშავებულებს შორის სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.