ნოდარ მელაძე ტყუპებს ელოდება

ნოდარ მელაძე ტყუპებს ელოდებაჩემს ცხოვრებაში ორ კვირაში ახალი ეტაპი დგება, ველოდები შვილებს – ამის შესახებ ნოდარ მელაძემ პაატა სალიას პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლდა. სალიას პრესკონფერენციის დასრულებისთანავე მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების შესახებ პაატა სალიას ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგო.

„ყველაზე მნიშვნელოვანია რაც ბოლოს თქვი, რომ შვილებს ელოდები დანარჩენი წინაა ჩემო ფრონტის მეგობარო“ – ასე ეხმაურება ნანუკა ჟორჟოლიანი ნოდარ მელაძის გათავისუფლებას.

ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების შემდეგ ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში მილოცვებს იღებს.