ნოსირთან 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა

ნოსირთან 2 ადამიანი მანქანაში დაიწვაავტოსაგზაო შემთხვევას სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე, სოფელ ნოსირთან 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ტრაგედია ცოტა ხნის წინ მოხდა. 2 ავტომობილის შეჯახების შედეგად, ერთ-ერთს ცეცხლი მოედო და მანქანაში მყოფი ორივე პიროვნება ადგილზე დაიღუპა. რაც შეეხება მეორე მანქანაში მსხდომებმა გადმოსვლა მოასწრეს და ისინი მსუბუქად არიან დაშავებული.

“ერთმანეთს შეეჯახა ორი მანქანა. ერთი მთლიანად დაიწვა. არ ვიცით, იქ რამდენი ადამიანი ისხდა. წამებში მოხდა ყველაფერი, სახანძროც მოვიდა მაგრამ მანამდე დაიფერფლა მანქანა. მეორე მანქანაში მსხდომები თავიანთი ფეხით გამოსულან, როგორც ვიცი, სერიოზული არაფერი სჭირთ, მაგრამ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი”, – ამბობს ნოსირის რწმუნებული გოგა ქორიძე.

ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე მანქანა გაზზე იყო მომუშავე.

გზა, რომელზეც ავარია მოხდა, დაახლოებით 4 თვეა გადათხრილია და ის მოძრაობას აფერხებს. მოსახლეობა ამბობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი შესაძლოა, სწორედ ეს ფაქტი გამხდარიყო.

ხანძარი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ჩააქრეს.

ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.