ოპოზიციის ლიდერები და „20 ივნისის მოძრაობა – პოლიტპატიმრები“ დღეს გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ, სადაც საოკუპაციო ძალა ე.წ „ბორდერიზაციის“ პროცესს ახორციელებს. ისინი გუგუტიანთკარში ვითარების ადგილზე გასაცნობად და მოსახლეობისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით ჩავიდნენ.
„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის პაატა დავითაიას თქმით, რუსი ოკუპანტები და სეპარატისტული მხარე ხელმძღვანელობენ 1954 წლის რუკებით, რომლის მიხედვიტაც საფრთხე არა მარტო გუგუტიანთკარს არამედ თბილისი-სენაკის მაგისტრალსაც ემუქრება:
„ძალიან კარგად ვხდავთ, თუ როგორ მოქმედებს სეპარატისული მხარე და რუსეთის ფედერაცია. მე როცა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ვიყავი გამაჩნდა რუსეთის გენერალური შტაბის რუკები, რომელიც გადავეცით თავის დროზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს და იმ საფრთხეებზე წინასწარ ვაფრთხილებდი ხელისუფლებას რაც უნდა მომხდარიყო. საუბარია რომ 1954 წლის სამხედრო რუკებით ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაა ეს მონაკვეთი, 1962-ში შეიცვალა ეს რუკები და უკვე არის ის იურიზდიქცია, რა იურიზდიქციაც არის ავტონიმიის დროს. როდესაც დაიწყო მცოცავი ოკუპაცია თავის დროზე, მე ხაზი გავუსვი და ვთქვი, თუ რატომ კეთდებოდა ეს, ხდებოდა მოსინჯვა შეიძლება თუ არა მივიდეთ ავტომაგისტრალამდე თბილისი-სენაკი. ძველი რუკებით, 1954 წლის თბილისი-სენაკის მონაკვეთი შედის ე.წ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. ამიტომ ყველა საფრთხეა მოსალოდნელი, მოვუწოდებ ხელისუფლებას გაითვალისწინეთ ეს, აიღეთ ეს რუკა, ის საფრთხეები რომელიც მომავალში შეიძლება განხორციელდეს, კარგად ჩანს ამ რუკაზე და იმ პერიმეტრზე, სადაც საფრთხეები შეიძლება აწი მოხდეს, განლაგდეს ჩვენი შეიარაღებული ძალები და სპეცდანიშნულების რაზმები, რათა მათ ვერ გაბედონ ასე მოქმედება.“- განაცხადა პაატა დავითაიამ.
ნიუპოსტი

