პოლ პოგბა სავარაუდოდ მანჩესტერში დარჩება

პოლ პოგბა სავარაუდოდ მანჩესტერში დარჩებაპოლ პოგბამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ის მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლას არ აპირებს. პოგბას შეძენა ყველაზე მეტად მადრიდის რეალს სურდა, მაგრამ მანჩესტერმა მას მაღალი ფასი დაადო, რისი გადახდაც მადრიდელებმა არ ისურვეს.

გარდა ამისა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა დაარწმუნა თავისი ფეხბურთელი დარჩენაში და პოგბამ მანჩესტერ იუნაიტედში ახალი პოტენციალი დაინახა. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მისმა გუნდმა ჩელსის 4:0 მოუგო.