პსჟ დიბალაში 60 მილიონს იხდის

პსჟ დიბალაში 60 მილიონს იხდისპსჟ მზად არის იუვენტუსის არგენტინელ შემტევში პაულო დიბალაში 60 მილიონი გადაიხადოს. დიბალას იუვენტუსიდან წასვლა სურს, მაგრამ მისი ტრანსფერი მანჩესტერ იუნაიტედში არ შედგა, ამიტომ პსჟ-ს ვარიანტი საკმაოდ რეალურია.

იუვენტუსი დიბალას ტრანსფერში 80 მილიონს ითხოვს, მაგრამ შესაძლოა ტურინელები დათმობაზე წავიდნენ, რადგან ისინი წინააღმდეგი არ არიან რომ დიბალამ იუვენტუსი დატოვოს. იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ რამდენჯერმე განაცხადა რომ დიბალა მის გეგმებში არ შედის.