ქეთი სესიაშვილი – “ნოსირთან ავარიაში 21 წლის შოთა მაჩიტიძე და 25 წლის ვალერი თუშიაშვილი დაიღუპნენ”

ქეთი სესიაშვილი - "ნოსირთან ავარიაში 21 წლის შოთა მაჩიტიძე და 25 წლის ვალერი თუშიაშვილი დაიღუპნენ"ნოსირთან მომხდარ ავარიას, რომლის დროსაც 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა, ქეთი სესიაშვილი ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“ვაიმეეე… თვალიდან არ ამომდის შემზარავი კადრები… ვაიმე შვილებოოო, შოთა, ვალერი, რა სიმწარე ნახეთ… დასასჯელები არიან საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები თუ რა ვიცი, რა ქვიათ.. მე თავად შევესწარი უკვე მომხდარ ტრაგედიას… ეს რა ვნახე… ავტობანზე სწორ გზაზე მოდიხარ და უცებ გზის ორივე მხარეს ამოთხრილებია გზის გარკეული მონაკვეთები და ასეა მიტოვებული… ავტობანზე მიდიხარ დაშვებული სისწრაფით, არ ელოდები არანაირ დაბრკოლებას, რადგან არც გამაფრთხილებელი ნიშნებია და არანაირი საგზაო ნიშანი და უცებ აწყდები საავარიო სუტუაციას…უკვე ვეღარ ირიდებ მოსალოდნელ ტრაგედიას… და აი შედეგიც: ადგილზე ცოცხლად ამომწვარი ბიჭები, 21 წლის შოთა მაჩიტიძე და 25 წლის ვალერი თუშიაშვილი, რომლებიც წუთების წინ სიცოცხლით ტკბებოდნენ და ვიღაცეების უცოდინრობასა და სამსახურებრივ გულგრილობას შეეწირნენ… ეს უმძიმესი ტრაგედიაა ტრაგედიათა შორის… ფერიცვალობა უნდა დამდგარიყო და ვიღაცეების უტვინობით ასე იცვალა ფერი სამყარომ თქვენთვის ჩემო ლამაზებო.., არ გიცნობდით, მაგრამ ხომ ჩემი ლამაზი ქართველი ვაჟკაცები ხართ – იყავით, სანთელი და საკმეველი თქვენს ლამაზ სულს… როგორ ეწამეთ, როგორ.. ვაი, თქვენს მშობლებს, შვილებო.. ეს რა დილა გაუთენდათ გუშინ… თვალებიდან არ ამომდის ეს შემზარავი კადრები… დახრუკული ლამაზი ვაჟკაცები…პასუხი აგებინეთ სასწრაფოდ დამნაშავეებს საგზაო დეპარტამენტისა თუ სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს, სამსახურებრივი გულგრილობისა და არაპროფესიონალიზმის გამო… კიდევ რამდენი ტრაგედია უნდა მოხდეს, მითხარით! 21 წლის შოთა მაჩიტიძე და 25 წლის ვალერი თუშიაშვილი – დაღუპულთა ვინაობა ცნობილია უკვე..”

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ჩი­ტი­ძე წარ­მო­შო­ბით თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თუ­ზი­დან იყო. მან სკო­ლა სო­ფელ­ში და­ამ­თავ­რა, შემ­დეგ კი სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გა­და­ვი­და. თუზ­ში ახალ­გაზ­რდა იშ­ვი­ა­თად ჩა­დი­ო­და და ად­გი­ლობ­რი­ვებს მას­თან ხში­რი კონ­ტაქ­ტი არ ჰქონ­დათ.

შოთა მა­ჩი­ტი­ძე და ვა­ლე­რი თუ­ში­აშ­ვი­ლი სამი თვით ქო­ბუ­ლეთ­ში სა­მუ­შა­ოდ იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ.

ქეთი სესიაშვილი - "ნოსირთან ავარიაში 21 წლის შოთა მაჩიტიძე და 25 წლის ვალერი თუშიაშვილი დაიღუპნენ"