ყალბი 100 ლარიანების გასაღებისთვის 2 პირი დააკავეს

ყალბი 100 ლარიანების გასაღებისთვის 2 პირი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე,ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში, გაასაღეს ჯამში 900 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია 2 ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა, ასევე, ყალბი ფულის დასამზადებლად განკუთვნილი ტექნიკური მოწყობილობები და პოლიგრაფიული მასალა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

პირველი არხი