ყირგიზეთში სპეცრაზმმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ატამბაევი დააკავა

ყირგიზეთში სპეცრაზმმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ატამბაევი დააკავაცოტა ხნის წინ ყირგიზეთის სოფელ კოი-ტაშში ჩატარდა სპეცოპერაცია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის დასაკავებლად, რომელსაც ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა კორუფციასა და სხვადასხვა დანაშაულებს დებს ბრალად.

სპეცრაზმი შეიჭრა ატამბაევის სახლში, სადაც ივნისის ბოლოდან მისი მომხრეების შტაბი მუშაობდა და ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი დააკავა.

სპეცოპერაციის დროს ძალოვანებმა გახსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის, ჟურნალისტებიც.

ყირგიზეთის მოქმედმა პრეზიდენტმა სორონბაი ჟეენბეკოვმა მაისში ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ყოფილ პრეზიდენტებს ხელშეუხებლობას ართმევს და მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის საშუალებას იძლევა.
ამის შემდეგ ყირგიზეთის სადეპუტატო სპეცკომისიამ პროკურატურას გადასცა ატამბაევისადმი წასაყენებელი ბრალდებების ჩამონათვალი.

9 ივლისს ქვეყნის პარლამენტმა ატამბაევს მოუხსნა იმუნიტეტი, პროკურატურამ კი მის მიმართ ბრალდებების ნაწილი დასაბუთებულად ცნო.

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ივლისის ბოლოს ატამბაევი მოსკოვში ჩაფრინდა, სადაც პრეზიდენტ პუტინს შეხვდა.

”ჩვენ ვისაუბრეთ ვითარებაზე რეგიონში და ყირგიზეთში”, – თქვა მაშინ პუტინმა შეხვედრის შემდეგ.

რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ყოველთვის ღიაა კონტაქტებისთვის როგორც მოქმედ, ისე ყოფილ კოლეგებთან.