ქობულეთში მანქანა ხევში გადავარდა – დაიღუპა 17 წლის ლერი შარაშიძე

ქობულეთში მანქანა ხევში გადავარდა - დაიღუპა 17 წლის ლერი შარაშიძეერთი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას.

გარდაცვლილია 17 წლის ლერი შარაშიძე.

შემთხვევა ქობულეთის რაიონში 5 აგვისტოს მოხდა.

როგორც შსს-მ პრაიმტაიმს განუცხადა, ავტომანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც შარაშიძემ და ავტომანქანის მძღოლმა დაზიანებები მიიღეს.

მოზარდის ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. არსებული ინფორმაციით, მან თავის მძიმე ტრავმა მიიღო.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პრაიმ ტაიმი