ქობულეთში სომხეთიდან ჩასულ ცოლ-ქმარს მანქანა დაეჯახა – ცოლი დაიღუპა, ქმარი კლინიკაშია

ქობულეთში სომხეთიდან ჩასულ ცოლ-ქმარს მანქანა დაეჯახა - ცოლი დაიღუპა, ქმარი კლინიკაშია17 აგვისტოს, დილით, ქობულეთში, ცოლ-ქმარს ავტომანქანა დაეჯახა.

ავარიის შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა, მამაკაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ისინი სომხეთიდან საქართველოში დასასვენებლად იყვნენ ჩამოსული.

ბათუმელების ცნობით, ცოლ-ქმარს მანქანა ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ინტერპრესნიუსს განუცხადა, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ოპერაციები უკვე ჩაუტარდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-მუხლით მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.