“რისი დამტკიცებაც გვინდოდა” – გვარამია “რუსთავი 2”-ის გაყიდვაზე

"რისი დამტკიცებაც გვინდოდა" - გვარამია "რუსთავი 2"-ის გაყიდვაზერუსთავი 2-ის ახალი მფლობელის ქიბარ ხალვაშის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის ტელეკომპანიის გაყიდვას აპირებს, არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება. ნიკა გვარამიამ აღნიშნული განცხადების ბმული საკუთარ ფეისბუკგვერდზე გაიზიარა, სტრასბურგის სასამართლო მონიშნა კომენტარით “რისი დამტკიცებაც გვინდოდა.”.

შეგახსენებთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება 18 ივლისს გამოაცხადა. გადაწყვეტილების თანახმად სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოების მხრიდან საქმის სამართლიანი განხილვის დარღვევა არ დაადგინა და ამასთან რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების ღონისძიება შეწყვიტა. შედეგად რუსთავი 2-ის 100%-ის მფლობელად საქართველოს საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში დაარეგისტრირა.