რობერტ ლევანდოვსკიმ ბაიერნის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა

რობერტ ლევანდოვსკიმ ბაიერნის ხელმძღვანელობა გააკრიტიკამიუნხენის ბაიერნის პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ ბაიერნის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა იმის გამო რომ ისინი სათანადოდ არ აქტიურობენ სატრანსფერო ბაზარზე და შემტევ ფეხბურთელებს არ ყიდულობენ. ლევანდოვსკის თქმით ახალი მოთამაშეების გარეშე ბაიერნს გაუჭირდება მომავალ სეზონში წარმატებისთვის მიღწევა:

”ხელმძღვანელობამ ჩემი აზრი იცის და იმედი მაქვს რომ იმედს არ გამიცრუებენ. ჩვენ რობენი, რიბერი და ხამესი დავკარგეთ და მათ მაგივრად აუცილებელია ძლიერი შემტევი ფეხბურთელების ყიდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებაზე ფიქრი ძალიან გაგვიჭირდება”.