რუსეთში 16 წლის წარჩინებულმა მოსწავლემ ოჯახის 5 წევრი დახოცა და მერე თავი მოიკლა

რუსეთში 16 წლის წარჩინებულმა მოსწავლემ ოჯახის 5 წევრი დახოცა და მერე თავი მოიკლარუსეთში, ულიანოვსკის ოლქში, სოფელ პატრიკეევოში 16 წლის მოზარდმა ნაჯახით ოჯახის ხუთი წევრი დახოცა, რომლებიც მასთან ერთად კერძო სახლში ცხოვრობდნენ. ამის შემდეგ მან თავი მოიკლა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მოზარდი მკვლელობას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა.

თავდაპირველად მან დედა, ძმა, და, შემდეგ კი, ბებია და ბაბუა მოკლა, რომლებიც „მას ძალიან უყვარდა და არ უნდოდა, გული დაწყვეტოდათ ქალიშვილისა და შვილიშვილების მოკვლის გამო“.

„რენ ტვ“-ს ცნობით, მკვლელობამდე დამნაშავემ მეგობარს გეგმა გაუმხილა, და ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა. ის ჩიოდა, რომ დას და ძმას არ უყვარდათ, დედა კი დასცინოდა.

მოკლული და-ძმა ტყუპები იყვნენ, რომელთა ასაკი 4 წელი იყო, დედა 42 წლის, ბებია 69 წლის, ბაბუა – 66-ის.

16 წლის მოზარდი სკოლაში კარგად სწავლობდა და მრავალი სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული იყო. მან წერილი დატოვა, რომელშიც წერს, რომ თავის მოკვლა გადაწყვიტა და ამის გამო ახლობლებს რომ არ ენერვიულათ, ისინიც თან წაიყვანა.

პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.