რუსეთში 8 აგვისტოს ბირთვული კატასტროფა მოხდა? – რა აფეთქდა არხანგელსკის რაკეტების პოლიგონზე

რუსეთში 8 აგვისტოს ბირთვული კატასტროფა მოხდა? - რა აფეთქდა არხანგელსკის რაკეტების პოლიგონზემძლავრდება ეჭვები, რომ 8 აგვისტოს ქვეყანაში ბირთვული კატასტროფაა მომხდარი და კრემლი ამას მალავს – სტატიას ამის შესახებ The Daily Mail აქვეყნებს.

ბრიტანული მედიაგამოცემა რუსეთის არხანგელსკის მხარეში, ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება, რომელიც 8 აგვისტოს მოხდა.

გამოცემა წერს, რომ აფეთქების შემდეგ, რადიაციულმა ფონმა, სულ მცირე, 20–ჯერ მოიმატა.

The Daily Mail-ის ინფორმაციით, ეჭვებს აძლიერებს ის ფაქტი, რომ აფეთქების შედეგად დაშავებული 6 პირი სპეციალიზებული სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს მოსკოვის ბურნასიანის სახელობის ფედერალურ სამედიცინო ბიოფიზიკურ ცენტრში, სადაც რადიაციულ დასხივებებს მკურნალობენ.

გარდა ამისა, აფეთქების შედეგად დაღუპულებს და დაშავებულებს სპეცტანსაცმელი ეცვათ, რომლებიც მოგვიანებით სასწრაფოდ გაანადგურეს.

გაანადგურეს ის სპეცსამოსიც, რომლებიც მედიკოსებს, დაშავებულებისთვის შემთხვევის ადგილზე, პირველადი დახმარების აღმოჩენისას ეცვათ.

როგორც გამოცემა იუწყება, ქალაქ სევოროდვინსკში, რომელიც პოლიგონიდან დაახლოებით 18 მილში მდებარეობს, რადიაციის დონემ დასაშვებ ზღვარს 20–ჯერ გადაარჭარბა. მოსახლეობა პანიკაშია. საავადმყოფოების ადმინისტრაციამ მათ იოდინის მიღების რეკომენდაციით მიმართა.

ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე მომხდარი აფეთქების გამო რუსეთმა თეთრი ზღვის ნაწილი გადაკეტა.

რუსული მედიის ცნობით, თეთრ ზღვაში დვინის ყურის მიმდებარე ტერიტორია ერთი თვით გადაიკეტა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ინციდენტის რაიონში რადიაციული ვითარება ნორმალურად ფასდება. 8 აგვისტოს უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ „რეაქტიული დანადგარის გამოცდისას პოლიგონზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა“.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს, 8 აგვისტოს, თავდაცვის უწყების განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე სევეროდვინსკის ადგილობრივმა ადმინისტრაციამ გაავრცელა, სადაც რადიაქტიული ფონის “ხანმოკლე მატების” შესახებ წერდნენ. ამ დროისთვის ეს ინფორმაცია საიტიდან გამქრალია.

დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობის შესახებ​ ოფიციალურისგან განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა რუსულ გამოცემებშიც.

The Daily Mail წერს, რომ ერთ ერთი ვერსიით, პოლიგონზე “ცირკონის” ტიპის ზებგერით რაკეტას ცდიდნენ, რომელიც ერთ-ერთია იმ გასაიდუმლოებული იარაღიდან, რომლის შექმნითაც  ვლადიმირ პუტინი 2018 წლის საჯარო გამოსვლისას დასავლეთს ემუქრებოდა.

პრაიმ ტაიმი