Известия – რუსეთთან ავიამიმოსვლა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე არ აღდგება

Известия - რუსეთთან ავიამიმოსვლა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე არ აღდგებარუსეთი საქართველოსთაბ ავიამიმოსვლის განახლებას მინიმუმ ერთი წელი არ აპირებს. ამის შესახებ Известия წყაროზე დაყრდნობით წერს, რომელიც დიმპლომატიური წრიდან არის. მისი თქმით საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ პრასქტიკულად იგნორირება მოახდინა რუსეთის მოთხოვნა, რომ რუსი მოგზაურების უსაფრთოება უზრუნველეყო და არც ანტირუსული განწყობები არ გაუნელებია.
„ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია ხელსაყრელი არაა იმისთვის, რომ რუსი ტურისტები იქ იყვნენ. რუსეთმა ფრენების აღდგენის პირობა გამოკვეთა – რუსოფობიური პოლიტიკისა და რიტორიკის შეწყვეტა , მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც. ამ საკითხში წინსვლა არ შეინიშნება, ამიტომ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში ავიამიმოსვლა არ აღდგება. სავარაუდოდ ეს არ მოხდება საპარლამენტო არჩევნებამდე (2020 წლის ოქტომბერი). ანტირუსული პოლირიკა სახელმწიფო დონეზე უნდა შეწყდეს. ამის გარეშე ჩვენ ვერ ვურჩევთ რუსებს რომ საქართველოს ეწვიონ და რაც მთავარია ვერ ვიქნებით მშვიდად საქართველოში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გამო.”- აცხადებს Известия-ს წყარო.

ნიუპოსტი