რუსთავში 29 წლის ქალმა სამშობიაროში მიყვანამდე იმშობიარა – ვიდეო

რუსთავში 29 წლის ქალმა სამშობიაროში მიყვანამდე იმშობიარა - ვიდეორუსთავში XVII მიკრორაიონში 29 წლის ქალმა სამშობიაროში მიყვანამდე იმშობიარა.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი აღნიშნულ მისამართზე გამოძახებიდან 5 წუთში მივიდა თუმცა ქალს მშობიარობა უკვე დაწყებული ჰქონდა. ექიმები ქალის სამშობიაროში გადაყვანას ვეღარ ასწრებდნენ, ამიტომ ქალი საკუთარ ბინაში ამშობიარეს.

“ვერ მოვასწარით სამშობიაროში მისვლა და გამოვიძახეთ სასწრაფო. მეუღლეს ექიმების დახმარებით სახლში მოუწია მშობიარობა. ამჟამად მეუღლეც და ბავშვიც კარგად არიან. მადლობელი ვარ ჩვენი ექიმების და კლინიკა რუსთავის”, – განაცხადა “ინფო რუსთავთან” საუბრისას ქალის მეუღლემ.

ქალი და ბავშვი კლინიკა რუსთავის სამშობიარო განყოფილებაში გადაიყვანეს.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრები, ექიმი რევაზ მიქავა, ექთანი ხათუნა დალაქიშვილი და მძღოლი გიორგი ზარიძე მსგავს სიტუაციაში 1 კვირის წინაც აღმოჩნდნენ. ისინი გამოძახებაზე რუსთავში, იაღლუჯის ქუჩაზე იმყოფებოდნენ და ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟში ამშობიარეს.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ივლისის თვეში მსგავსი კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ექიმმა ელისო მაჩხაშვილმა, ექთან ლელა კვიციანთან და სასწრაფო დახმარების მძღოლ რომან ფეიქრიშვილთან ერთად ქალი სამშობიაროში მიყვანამდე ამშობიარეს.