რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-2 სართულიდან გადავარდა და გადარჩა – ვიდეო

რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-2 სართულიდან გადავარდა და გადარჩა - ვიდეორუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულის ფანჯრიდან 3 წლის ბიჭი გადმოვარდა. შემთხვევა თოდრიას ქუჩაზე მოხდა.

როგორც “ინფო რუსთავს” კორპუსის მცხოვრებლებმა განუცხადეს, მომხდრზე მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ქუჩიდან ყვირილის ხმა შემოესმათ და ამბის გასაგებად საცხოვრებელი სახლის ეზოში გავიდნენ. “გარეთ რომ გამოვედი ბავშვს ასულიერებდნენ, კიბეზე წყალს ასხამდნენ”, – განაცხადა დაშავებული მცირეწლოვანის მეზობელმა.

ადგილობრივების ინფორმაციითვე, უგონო მდგომარეობაში მყოფი ბიჭი ცენტრალურ გზაზე მოძრავი ავტომობილის მძღოლმა შენიშნა და მშობლებს დაშავებულის საავადმყოფოში გადაყვანაში დაეხმარა.

მეზობლებმა საინფორმაციო სააგენტო ინფო რუსთავთან საუბარში აღნიშნეს, რომ მშობლების ცნობით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ჯერ კიდევ სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

“ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს, რომ მცირეწლოვანი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული, საქმეზე კი გამოძიება დაწყებულია სსკ 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.