რუსთავში მამაკაცმა ძმა და ცოლი დაჭრა – ვიდეო

რუსთავში მამაკაცმა ძმა და ცოლი დაჭრა - ვიდეორუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მამაკაცმა ძმა და ცოლი დაჭრა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რძალს (უმცროსი ძმის მეუღლეს). ცოლს მეუღლე გამოექომაგა და ძმებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 32 წლის მამაკაცმა დანა აიღო და უფროს ძმას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ძმების ჩხუბის დროს მათ გაშველებას უმცროსი ძმის მეუღლე შეეცადა, როდესაც შემთხვევით ისიც დაიჭრა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია თავად ბრალდებულმა გამოიძახა, 32 წლის მამაკაცი დაკავებულია.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ა. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს რუსთავში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა ძმას – 1977 წელს დაბადებულ კ.რ.-ს და მეუღლეს – 1978 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, რომელიც მათ გაშველებას ცდილობდა.

დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა 120-ე მუხლით მიმდინარეობს.”

ინფორუსთავი