რუსთავში მამაკაცმა მე-4 სართულიდან გადახტომა სცადა – ვიდეო

რუსთავში მამაკაცმა მე-4 სართულიდან გადახტომა სცადა - ვიდეორუსთავში, ტაშკენტის ქუჩაზე, მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი მაღალსართულიანი კორპუსის მე-4 სართულიდან გადახტომას აპირებდა.

ადგილზე რუსთავის სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

მაშველებმა და სამართალდამცველებმა 43 წლის მამაკაცთან მოლაპარაკებები აწარმოეს და დაარწმუნეს, რომ არ გადმომხტარიყო.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშიგადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი დახმარება გაეწევა.

მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.