რუსული სპეცსამსახურების კვალი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში – გერმანული მედია მომხდარს “სკრიპალების საქმე 2”-ს უწოდებს

რუსული სპეცსამსახურების კვალი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში - გერმანული მედია მომხდარს "სკრიპალების საქმე 2"-ს უწოდებსზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე 49 წლის ვადიმ სოკოლოვია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ ტვ პირველი ავრცელებს. ბრალდებულს ბინა იმ პარკთან ახლოს ქონდა დაქირავებული რამდენიმე დღით, სადაც მკვლელობა მოხდა. გერმანული მედია საქმეს “სკრიპალების საქმე 2”-ს უწოდებს და რუსული სპეცსამსახურების კვალზე მიუთითებენ. სოკოლოვი გერმანიაში მოსკოვიდან პარიზის გავლით ჩავიდა. ბინის ჩხრეკისას აღმოაჩინეს უკან მოსკოვში დასაბრუნებელი ბილეთიც. დაკავებული მამაკაცი გერმანიაში ვიზით შევიდა და რამდენიმე დღით დარჩენის უფლება ქონდა.

“ბევრი რამ მიუთითებს, რომ მკვლელობა კარგად იყო დაგეგმილი, 49 წლის რუსეთის მოქალაქე ხანგოშვილს ველოსიპედით მიუახლოვდა და უკნიდან რამდენჯერმე ესროლა. რუსეთის მოქალაქე მკვლელობის შემდეგ ადგილიდან გაიქცა. მკვლელობის იარაღი და ველოსიპედი მან მდინარეში გადაყარა იმ იმედით, რომ სამართალდამცავები მათ ვეღარ იპოვიდნენ. მედიაში მოტივთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, შესაძლოა მკვლელობას აქვს კავშირი რაიმე კონკრეტულ მოვლენასთან თუმცა პროკურატურა მხოოდ ფაქტებზე საუბრობს, შესაბამისად მე ვერ დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ამ მკვლელობის კავშირს რაიმე მოვლენასთან.“- განაცხადა გერმანიის პროკურატურის წარმომადგენელმა