საბერძნეთში მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში მიწისძვრა მოხდასაბერძნეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, მისმა სიმძლავრემ რიხტელის სკალით 5.0 მაგნიტუდას მიაღწია. სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მიწისძვრის ეპიცენტრი ამჟერად პელოპონისის ნახევარკუნძულთან მდებარეობდა. ჰიპოცენტრი კი ზედაპირთან 10 კმ-ს სიღრმეზე.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ თვეში ეს უკვე მერვე შემთხვევაა, როდესაც მიწისძვრის სიმძლავრემ მიაღწია ან გადააჭარბა 5.0 მაგნიტუდას. 19 ივლისიდან მომხდარი მიწისძვრების არასრული სია ასეთია:

1)      19 ივლისი, საბეერძნეთი სიმძლავრე 5.1 მაგნიტუდა

2)      1 აგვისტო, ჩილე 6.8 მაგნიტუდა

3)      2 აგვისტო, ინდონეზია 6.9 მაგნიტუდა

4)      4 აგვისტო, იაპონია 6.3 მაგნიტუდა

5)      8 აგვისტო ტაივანი 5.9 მაგნიტუდა

6)      8 აგვისტო თურქეთი 6.0 მაგნიტუდა

7)      10 აგვისტო აზერბაიჯანი 5.1 მაგნიტუდა

8)      11 აგვისტო საბერძნეთი 5.0 მაგნიტუდა

22 ივლისსა და 2 აგვისტოს შესაბამისად 4.0 და 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა საქართელოშიც, კერძოდ რაჭაში ონთან. გარდა ამისა ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა 11 აგვისტოს, აზერბაიჯანში მომხდარი მიწისძვრის შემთხვევაშიც.

პირველი