საბურთალომ ერევანში არარატ-არმენიას მოუგო

საბურთალომ ერევანში არარატ-არმენიას მოუგოგუშინ, 6 აგვისტოს, ერევანში გაიმართა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო მატჩი ადგილობრივ არარატ-არმენიასა და თბილისის საბურთალოს შორის.

შეხვედრის პირველ ტაიმში მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს. ეს 31-ე წუთზე ანტონ კობიალკომ გააკეთა _ 1:0.

პირველი ტაიმი ასე დასრულდა.

მეორე ნახევარში საბურთალომ თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხა.

72-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, 4 წუთის შემდეგ კი ლევან ყენიამ, რომელიც საბურთალოს რიგებში პირველ შეხვედრას ატარებდა, მასპინძლებს მე-2 გოლი გაუტანა _ 1:2.

ეს ანგარიში შეხვედრის ბოლომდე არ შეცვლილა და საბურთალომ არარატ-არმენიას სტუმრად დამარცხება შეძლო.

ამ გუნდების მეორე შეხვედრა თბილისში 14 აგვისტოს გაიმართება.