საირმეში დაღუპული მედეა კვირკველიას მშობლები გალში ცხოვრობენ

საირმეში დაღუპული მედეა კვირკველიას მშობლები გალში ცხოვრობენსაირმეში 3 აგვისტოს ტრაგიკულად დაღუპული ქალის მშობლები გალის რაიონ სოფელ ქვემო ბარღებში ცხოვრობენ. როგორც სკოლის პედაგოგები „პრაიმტაიმთან“ ამბობენ, მედეა გამორჩეული მოსწავლე იყო და მთელი სოფელი დასტირის მას.

„მოგეხსენებათ დევნილობა, შემდეგ ზუგდიდში მუშაობდა არასამთავრობოში, მერე აქ გაყვა ზუგდიდელს. ბოლო 15 წელია თბილისში ცხოვრობენ.

მთელი სოფელი დასტირის ჩვენს ულამაზეს, უნიჭიერეს გოგოს…გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა ჩვენი სკოლის თვალის ჩინი იყო“, – განუცხადაპრაიმტაიმს პედაგოგმა.

ქუთაისის პროზექტურის ბიუროდან ცხედარი ქმრის სახლში ზუგდიდში გადმოასვენეს. მეზობლების ინფორმაციით, ტრაგიკულად დაღუპული მედეა კვირკველიას დედამ მოახერხა გალიდან გადმოსვლა,მამა კი ჯერ არ გადმოსულა.

შეგახსენებთ, დღეს კურორტ საირმეში, ზუგიდელი ქალი 8-10 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა და სავარაუდოდ, თავის ტრავმით, სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

პრაიმ ტაიმი